02:22 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 13:47:57, 2168 ნახვა

საზოგადოება
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.
„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:  
დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა);
შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში;
ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში - თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი;
ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში - გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.
ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით  დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება;
განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
♦️დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ პოლიციას.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics