14:57 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-06 23:33:04, 12977 ნახვა

სხვადასხვა
რიგაში 10 000 ადამიანი შეიკრიბა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციიდან ლატვიის გასვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე

რიგასა და სხვა ქალაქებში ხუთშაბათს გაიმართა აქციები ლატვიის მიერ სტამბოლის ევროპული კონვენციიდან გასვლის წინააღმდეგ, რომელიც ქალებს ოჯახში ძალადობისგან იცავს.

„ქალების ცემა ჩვენი ღირებულება არ არის“, - სკანდირებდნენ რიგის ცენტრში, გუმბათის მოედანზე შეკრებილები.

მანამდე, სეიმის (პარლამენტის) წევრებმა ლატვიის კონვენციიდან გასვლას მისცეს ხმა. პარლამენტის კონსერვატიულმა ფრაქციამ კონვენცია გააკრიტიკა ტერმინ „გენდერის“ გამოყენების გამო და ის ქვეყნის ტრადიციულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა ოჯახის როლების შესახებ.

პარლამენტის გადაწყვეტილებამ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა უარი თქვა სეიმის მიერ დამტკიცებული კონვენციიდან გასვლის შესახებ კანონის ხელმოწერაზე და ხელახლა განსახილველად დააბრუნა. ეს ერთ წელიწადში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.

პოლიციის შეფასებით, ხუთშაბათს რიგის ცენტრში 10 000 ადამიანი შეიკრიბა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 29 ოქტომბრის სეიმის (პარლამენტის) არჩევნების წინა დღეს გამართული აქციის რაოდენობა. ადგილობრივმა მედიამ ორივე აქცია ბოლო წლებში ლატვიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აქციად მოიხსენია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics