14:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-01 17:07:49, 1271 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს 2 ივნისს სტამბოლში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთთან მორიგ მოლაპარაკებებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

Ukrainskaya Pravda-ს ინფორმაციით, სტამბოლის მოლაპარაკებებამდე ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, გენშტაბის უფროსსა და დაზვერვის ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინა საკუთარ პირობებს დააყენებს.

,,პირველი, სრულყოფილი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. იმისთვის, რომ დამყარდეს სანდო და ხანგრძლივი მშვიდობა და უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხოება, ლიდერების უმაღლეს დონეზე შეხვედრა უნდა მომზადდეს". - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინას 2 ივნისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics