14:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 13:00:37, 2060 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ამერიკელმა კოლეგებმა გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

"მათ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს აშშ-ის არმიაში არსებული სიახლეები გააცნეს. ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მხილების ფუნქცია და მამხილებლის დაცვა აშშ-ის არმიაში; გენერალური ინსპექციის როლი საომარი მოქმედებების დროს, სოციალური დაცვის საკითხებში, ასევე, გენდერული და მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტაში. 
ქართულმა მხარემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები, გენერალური ინსპექციის ფუნქციები და სტრუქტურა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ მხარესთან ერთად ერთობლივი ინსპექტირებაც ჩატარდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალურ ინსპექციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics