23:55 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 10:25:06, 1058 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ შშმ პირებს ეტლები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ( ჭითაწყარი, ნაწულუკუ, ბაში, ნარაზენი) მცხოვრებ 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები პირადად გადასცეს.

აღნიშნული ეტლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრად ქალთა ასოციაციამ „ქალები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“ გადასცა. ეტლები გადაეცათ ისეთ პირებს, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ ეტლი, ან ჰქონდათ და დაზიანებული იყო.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახალი ეტლების შეძენა წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრიორიტეტს მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის. დღეს გადაცემული ეტლები კი თანამედროვე ტიპის, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტულ ეტლს წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics