02:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 16:08:24, 671 ნახვა

რეგიონი
სოფელ ნენიის ხიდთან არსებულ საპიკნიკეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის ხიდთან არსებულ საპიკნიკეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს. 

"სივრცე გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.

დასრულებული სამუშაოები შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, პირველ მოადგილესთან მირიან აბაშიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან ერთად დაათვალიერა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს იგეგმება სხვა ტურისტული ლოკაციების განვითარება და ინფრასტრუქტურის მოწყობა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics