2015-08-08 15:30:47, 1205 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის კულტურის სამინისტრომ რუსი ხელოვანების ე.წ. შავი სია გამოქვეყნა
უკრაინის კულტურის სამინისტრომ ე.წ. შავი სია გამოქვეყნა, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ე.წ. შავ სიაში 14 ადამიანის სახელი გვარი ფიგურირებს, მათ შორის არიან მომღერლები: იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და გრეგორი ლეფსი, ასევე მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ჟერარ დეპარდიე.
ისინი ე.წ შავ სიაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული ამბოხებულების მხარდაჭერის გამო შეიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან