|
2023-04-04 23:54:43, 2353 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე - თავისი საქმის პროფესიონალია, რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში
ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ ახლობელს წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ, რაც შეეხება ჩემს დისშვილს, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მისი დისშვილის ნათია ჯულაყიძის სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე დანიშვნას. მისივე თქმით, გაუგებარია რატომ უნდა დაისაჯოს მისი დისშვილი მხოლოდ იმიტომ რომ მას ალეკო ელისაშვილთან ნათესაური კავშირი აქვს. ელისაშვილმა დასძინა, რომ მას ბევრი ნათესავი ჰყავს, მაგრამ არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არ გაუწევია, მათ შორის არც ნათიასთვის. "ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრათ, იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, იმიტომ რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა და ებარა რამე, იყო ნათია. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს, არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არსად არ გამიწევია, არასდროს არავინ არსად არ დამინიშნავს, მათ შორის, ჩემი დისშვილი. დაუძახეთ ჩემს დისშვილს, კითხეთ სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია, ცოდნა აქვს, საქართველოში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა, უცხოეთში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა. არ მინდა ახლა, ბიძია ენაცვალოს და რაღაცები დავიწყო, ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი რომ არის, აი რა? არ უნდა ჰქონდეს არანაირი გასაქანი ცხოვრებაში? აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სხვა დისშვილიც მყავს და მილიონი ნათესავიც მყავს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ რომ მელაპარაკა, მე ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია მეთქი", - განაცხადა ელისაშვილმა.
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)