17:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 12:37:19, 1389 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია სარია - ეპისტოლედან არ ჩანს, რომ ჩვენ უკრაინის თანამოაზრე ვართ და მხარში ვუდგავართ

უკრაინა არ არის იმ მოტივით ნახსენები, რომ კონკრეტულად რამე მხარდაჭერა იყოს გამოცხადებული. ტერმინები, კარგი იქნებოდა, რომ უფრო მკაფიო ყოფილიყო და მესიჯი უფრო ღია და პირდაპირი, რადგან ეს არის რუსული აგრესია და ომი და არა უკრაინის ომი, უკრაინის ომს როცა ვუწოდებთ, უკვე არასწორი ფორმულირებაა. განაცხადა მღვდელმსახურება შეჩერებულმა მამა ანდრია სარიამ "TV პირველთან" საუბრისას საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საზოგადოების აზრის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს საპატრიარქო, რასაც მოწმობს იმ პოლიტიკოსთა რიგები, რომლებიც საშობაო ეპისტოლეს ესწრებოდნენ, შესაბამისად საზოგადოებაც მოელის მისგან სწორი პოზიციონირება ისმოდეს.

"უკრაინა არ არის იმ მოტივით ნახსენები, რომ კონკრეტულად რამე მხარდაჭერა იყოს გამოცხადებული. ტერმინები, კარგი იქნებოდა, რომ უფრო მკაფიო ყოფილიყო და მესიჯი უფრო ღია და პირდაპირი, რადგან ეს არის რუსული აგრესია და ომი და არა უკრაინის ომი. ანუ უკრაინას არ წამოუწყია ომი ანუ უკრაინის ომს როცა ვუწოდებთ, უკვე არასწორი ფორმულირებაა. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ საშობაო ეპისტოლეა და პოლიტიზირებული არ შეიძლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მესიჯი მშვიდობისთვის და როდესაც სამართლიანობაზეა საუბარი, ყველაზე კარგი იქნებოდა სამართლებრივი ტერმინოლოგია გვეპოვა ამ ეპისტოლეში. ანუ თანაგრძნობის, სიყვარულის, მხარში დგომის, რაც არ ჩანს ამ ეპისტოლედან, რომ ჩვენ უკრაინის თანამოაზიარე ვართ იმ ტკივილებისა უკრაინასთან ერთად. საზოგადოების აზრის ფორმირებაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საპატრიარქოს და შექვს კიდეც, იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკოსების რიგიც იქ დგას, შესაბამისად, საზოგაოდებაც მოელის ანუ ჯანსაღი ნაწილი, ამ შემთხვევაში, რომ მისგან სწორი პოზიციონირება ისმოდეს და მინიმუმ სწორ გზაზე აყენებდეს საზოგადოებას" - განაცხადა მამა ანდრი საარიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics