03:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 12:04:58, 865 ნახვა

მსოფლიო
ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია

ტაივანში ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 12 კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი გუშინ ტაივანის დედაქალაქ ტაიბეისთან ახლოს ჩამოვარდა და მდინარე კილუნგში ჩაიძირა.

თვითმფრინავის ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 53 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იყო.

ავია დისპეჩერმა  ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილ თვითმფრინავ ATR-72-თან კავშირი ადგილობრივი დროით 10:55 საათზე დაკარგა.

როგორც აღმოჩენილი შავი ყუთიდან ირკვევა, პილოტმა ავიაკატასტროფამდე სადისპეჩეროს  ძრავის გაუმართაობის შესახებ აცნობა.

ცნობისთვის ბოლო შვიდი თვის განმავლობაში კომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" უკვე მეორე თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა.

გასული წლის ივლისში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics