13:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 10:59:44, 1099 ნახვა

მსოფლიო
ბრონისლავ კომოროვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

არჩევნების მეორე ტურში კომოროვსკი კონსერვატიული პარტიის „უფლება და სამართალი“ კანდიდატმა ანჯეი დუდამ დაამარცხა. წინასწარი შედეგების მიხედვით, დუდამ ხმების 53% მიიღო.

"მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს. მე ჩემს მოწინააღმდეგეს წარმატებულ პრეზიდენტობას ვუსურვებ", - განაცხადა კომოროვსკიმ.

გამარჯვებულმა დუდამ კი კომოროვსკის მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ მან, ვინც ხმა მის კანდიდატურას მისცა, ცვლილებები აირჩია.

ბრონისლავ კომოროვსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის პოსტი 2010 წელს დაიკავა.

პოლონეთში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს. თუმცა, იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და მას ახალ კანონზე ვეტოს დადების უფლება აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics