2015-05-16 14:08:36, 1039 ნახვა
მსოფლიო
„ბარსელონა“ ჰომოფობიასთან ბრძოლას ოფიციალურად შეუერთდა
საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ ჰომოფობიასთან ბრძოლას ოფიციალურად შეუერთდა.
კამპ ნოუს სტანიონზე გამართულ ცერემონიალზე კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი კარდონერიმ და დირექტორმა რამონ პონტიმ მანიფესტს ხელი მოაწერეს, რომლითაც „ბარსელონა“ უერთდება განსხვავებულობისა და ტოლერანტობის მხარდაჭერას, განსაკუთრებით სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.
ღონისძიებაში მონაწილეობას სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ.
მოგვიანებით „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა, სადაც დისკრიმინაციისა და მასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან