12:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 11:58:16, 619 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ თურქეთში სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად შეხვედრას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი დაესწრნენ.

სამი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პირებს შორის შეხვედრა თბილისში გამართული სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის გაგრძელებაა, სადაც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალების გაძლიერების გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ოქმს მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური შტაბის უფროსი საერთაშორისო მრეწველობის გამოფენას IDEF დაესწრება. რიგით მე-12 გამოფენა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წარმომადგენლობით ღონისძიებას თავდაცვის მინისტრები, შეიარაღებული ძალების მეთაურები და მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური პირები სტუმრობენ. საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს რეგიონალური თანამშრომლობისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებისათვის. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ და დაათვალიერონ წარმოდგენილი თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა და შეიარაღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics