13:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 14:36:11, 1059 ნახვა

სპორტი
ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალების“ იდეას ვუერთდები - დროა, ნარმანიამ ქუდი დაიხუროს და წავიდეს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- თბილისის“ ინიციატივას მერის უნდობლობის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ შევუერთდები. გუშინ ნარმანიას საქციელი ბოლო წვეთი იყო.  თბილისის მერის ორწლიანი სრულიად უსუსური და უხერხემლო მმართველობის დროს ნარმანიას კიდევ ვიტანდით, მაგრამ როდესაც საკუთარ კაბინეტში ახალგაზრდა ბიჭს შეურაცხყოფას აყენებს, ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო. ეს კაცი არაფრად არ ვარგა, არაფერზე პასუხს არ აგებს და ამ დროს სტუდენტებსაც შეურაცხყოფას აყენებს. დროა დაიხუროს ქუდი და თანამდებობიდან წავიდეს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რომ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics