2015-03-09 15:05:23, 809 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ „ინტელექსპრესის“ სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემა დანერგა
„საქართველოს ბანკმა“ სწრაფი ფულადი გზავნილების ახალი სისტემის „ინტელექსპრესის“ დანერგვის შესახებ განაცხადა.
„ინტელექსპრესის“ სისტემით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 32 ქვეყანაში გააგზავნოს/მიიღოს გზავნილი. გზავნილის გაგზავნა/მიღება შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში. გზავნილის ვალუტა შეიძლება იყოს როგორც ლარი, ისე აშშ დოლარი და ევრო.
16 მარტამდე, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს „ინტელექსპრესის“ სისტემით სწრაფი ფულადი გზავნილები საკომისიოს გადახდის გარეშე გააგზავნოს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკში“, ანგარიშის გახსნის გარეშე შესაძლებელია თანხის გაგზავნა/მიღება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან