10:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 14:49:57, 482 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთის სსდ ცენტრის თანამშრომლებს სპეც-სამოსი გადაეცათ

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს ახალი სპეც-სამოსი გადაეცა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ახალი უნიფორმები სსდ ცენტრის ბრენდის ფერებშია გადაწყვეტილი. სასწრაფო დახმარების პერსონალის ზამთრის ფორმის კომპლექტაცია სვიტერის, ქურთუკის და შარვლისგან შედგება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი რაიონულ ცენტრებში არსებულ მდგომარეობას დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან და ქობულეთის გამგებელ სულხან ევგენიძესთან ერთად გაეცნო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ტექნიკურად უკვე აღიჭურვა. პირველ ეტაპზე მას ახალი ავტომობილები გადაეცა. 3 საშუალო და 1 მაღალი გამავლობის მანქანით ცენტრის პრესონალი რაიონის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფა მიზნად ისახავს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics