17:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-03 17:00:49, 560 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: ირანზე იერიში სწორია, თუმცა ჩვენ შეიძლება შევეჩეხოთ სირთულეებს შეიარაღების მხრივ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი იერიში ირანზე "სწორი გადაწყვეტილებაა", თუმცა ამბობს, რომ არსებობს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის რისკი.

იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ირანი, რომელიც რუსეთს დრონებითა და რაკეტებით ამარაგებდა, "ამას ვეღარ შეძლებს და შესაძლოა, ახლა რუსებმა მისცენ მათ შეიარაღება, საპასუხოდ".

"ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო. ირანი აწარმოებს ბევრ შეიარაღებას რუსეთისთვის, მათ შორის დრონებს და რაკეტებს, თუმცა ახლა, ვფიქრობ, ამას ვეღარ შეძლებენ და შესაძლოა, ახლა რუსებმა მისცენ მათ შეიარაღება, საპასუხოდ", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის ამ ომის მნიშვნელობას და შესაძლო შედეგებს - მისი თქმით, კიევს შესაძლოა სირთულეები შეექმნას რაკეტებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

"ჩვენ შეიძლება შევეჩეხოთ სირთულეებს ცის დაცვისთვის საჭირო რაკეტებისა და შეიარაღების მიღების მხრივ. ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და მოკავშირეებს ისინი შეიძლება თავდაცვისთვის გამოადგეთ - მაგალითად, Patriot-ის რაკეტები", - თქვა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics