20:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 13:30:27, 4190 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინაში არჩევნებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის ერთსა და იმავე დღეს ჩატარებას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინაში არჩევნებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის ერთსა და იმავე დღეს ჩატარებას გეგმავს.

ინფორმაციას Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინისა და დასავლელი ოფიციალური პირების, ასევე სიტუაციის მცოდნე პირების ცნობით, ეს ნაბიჯი თეთრი სახლის მხრიდან კიევზე გაზაფხულზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების ზეწოლის ფონზე გადაიდგა. მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ორივე კენჭისყრის 15 მაისამდე ჩატარება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა აშშ-ს მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების დაკარგვის რისკის ქვეშაა.

წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის 24 თებერვალს გამოცხადებას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მან და მისმა გუნდმა ტრამპის ადმინისტრაციას ნათლად განუცხადეს, რომ ისინი მზად არიან უკიდურესად მოკლე ვადისთვის, ომის პირობებში არჩევნების მჭიდრო გრაფიკით ჩატარების ლოგისტიკური სირთულეების მიუხედავად.

სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ვერხოვნა რადა მარტსა და აპრილში იმუშავებს იმ აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესატანად, რომლებიც არჩევნების ომის დროს ჩატარებას საშუალებას მისცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics