17:04 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 19:21:52, 632 ნახვა

მსოფლიო
სომხურმა მხარემ დაადასტურა სტამბოლი-ერევნის მიმართულებით რეისების 2026 წლის მარტიდან დაწყება

„თურქეთის ავიახაზები“ სტამბოლი-ერევნის მიმართულებით რეისების 2026 წლის 11 მარტიდან დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენლებსა და სომხეთის ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელს, გევორგიანს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და უახლოეს მომავალში ახალ მიმართულებებზე რეისების დაწყების შესაძლებლობა.

ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში, თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში, კილიჩმა, გამოაცხადა  ზემოაღნიშნული რეისების 2026 წლიდან დაწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics