2026-01-26 19:32:33, 666 ნახვა
საზოგადოება
გაუქმდა რუსული ჯგუფის, t.A.T.u.-ს თბილისში დაგეგმილი კონცერტი
გაუქმდა რუსული ჯგუფის, t.A.T.u.-ს თბილისში დაგეგმილი კონცერტი. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბილეთების გაყიდვის სერვისმა Biletebi.ge-მ, რომლის ვებსაიტზეც მანამდე მითითებული იყო, რომ კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში 30 იანვარს იყო დაგეგმილი.
"პირველად საქართველოში - თბილისი. 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსული პოპ დუეტის, t.A.T.u.-ს კონცერტი ძველ სპორტის სასახლეში (Old Sports Palace)“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
Biletebi.ge-ს კონცერტის გაუქმების მიზეზები არ განუმარტავს. ჯგუფის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს რადიო თავისუფლების შესაბამის შეკითხვას. კონცერტის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ მომხმარებლები, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,