2026-01-21 19:02:03, 662 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, 51-ე სკოლასთან მამაკაცი დააკავეს - ვიდეო
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 51-ე საჯარო სკოლასთან 1 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
OC Media-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე Facebook-ზე წერს, რომ როგორც მათ ჟურნალისტს ადგილზე თვითმხილველებმა უთხრეს, დაკავებამდე მამაკაცი მანქანით რკინის ბარიერს 2-ჯერ შეეჯახა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა, 2 დანა ეჭირა და პოლიციელებს ეუბნებოდა, არ მიახლოვებოდნენ, თორემ თავს მოიკლავდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული კაცის წინააღმდეგ პოლიციამ სპეციალური საშუალება - ქაფი გამოიყენა და ის ამის შემდეგ დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,