2026-01-14 11:00:15, 754 ნახვა
საზოგადოება
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,