16:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 11:01:55, 992 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის, უკრაინის და გერმანიის ლიდერებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აღმოსავლეთ უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციის საკითხი  გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გასულ ღამეს სატელეფონო საუბრისას განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით,  სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის საკითხები განიხილეს.

ასევე სატელეფონო საუბრისას ხაზი გაესვა დებალცევოში განვითარებულ მოვლენებს  და კონფლიქტის დეესკალაციის პროცესში ეუთო-ს დამკვირვებელთა მონაწილეობის აუცილებლობის საკითხს.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს „ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის შემდეგ კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან, როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნებოდა და 15 თებერვალს 00:00 საათიდან  ცეცხლი შეწყდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics