|
2025-01-28 01:52:52, 1682 ნახვა
სხვადასხვა
არ არსებობს ხანდაზმულობის ვადა გერმანიის პასუხისმგებლობაზე - ოსვენციმის გათავისუფლებიდან 80 წელი გავიდა
"არ არსებობს ხანდაზმულობის ვადა გერმანიის პასუხისმგებლობაზე ნაციონალ-სოციალიზმის დანაშაულებებზე, - ამბობს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. "მესამე რაიხის დანაშაულები "ჩვენი ისტორიის ნაწილია და, შესაბამისად, ჩვენი იდენტობის ნაწილი, რომელიც უნდა გვესმოდეს", - თქვა მან ორშაბათს, 27 იანვარს, ოსვენციმ-ბირკენაუს მემორიალურ კომპლექსში ვიზიტისას, განთავისუფლების 80 წლისთავზე. შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ არც ისე ბევრი ცოცხალი მოწმეა დარჩენილი, რომლებსაც შეუძლიათ აუშვიცში და სხვა ადგილებში დანაშაულის შესახებ თქვან. მათი ისტორიები და გამოცდილება არის გაფრთხილება და გაკვეთილი მომავალი თაობებისთვის და რასაც ისინი ყვებიან „ფასდაუდებელია“, ამბობს ის. ეს გაფრთხილებები მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს, დასძინა პრეზიდენტმა. ოსვენციმი სიმბოლოა "კაცობრიობის წინააღმდეგ უპრეცედენტო დანაშაულების უზარმაზარობაზე", - განაგრძო მან. „როგორც გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი, მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვიყო აქ და, გადარჩენილებთან და მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს აღვნიშნო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს მდებარეობდა. ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა შემდგომ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია გაფართოვდა. აქ გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები. 1939 წელს ოსვენციმი გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და ქალაქს აუშვიცი დაარქვეს. 1940 წელს ჰაინრიხ ჰიმლერის უშუალო ბრძანებით დაიწყო საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა. ამავე წლის ივნისში აქ მიიყვანეს პირველი პოლონელი პოლიტპატიმრები. ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა, ამ პერიოდის განმავლობაში აქ უამრავი ადამიანი დახოცეს. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარების მიერ მოხდა ოსვენციმის გათავისუფლება, ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ითვლება. ოსვენციმი მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული. 1947 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი, ხოლო 1967 წელს კი აქ აღიმართა მონუმენტი.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)