|
2016-03-01 21:30:27, 725 ნახვა
სამხედრო
დავით ბაქრაძე ოსლოში ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნორვეგიის სამეფოში, ქ.ოსლოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ოისთაინ ბოს შეხვდა. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ მადლიერება გამოხატა ნორვეგიული მხარის მიმართ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხარიდან ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობა. სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ალიანსთან თანამშრომლობის მექანიზმების წარმატებით განხორციელება ადეკვატურად აისახება ნატო-ს გადაწყვეტილებებში. თავის მხრივ, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა ნორვეგიის ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ოისთაინ ბომ მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი კონტრიბუციისა და შეტანილი წვლილისათვის. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ხაზი გაესვა, რომ ნორვეგიული მხარე მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობას და პრაქტიკულ დახმარებასთავდაცვის სფეროში ექსპერტული და ტექნიკური თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით საქართველოსა და ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართასახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ნორვეგიის წამყვან კვლევით ცენტრში „საერთაშორისო საქმეთა ნორვეგიული ინსტიტუტი (NUPI)”. შეხვედრაში სხვადასხვა ანალიტიკური ინსტიტუტების მკვლევარები მონაწილეობდნენ. დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში მიმდნარე რეფორმებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. ვიზიტის ბოლოს ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა დავით ბაქრაძის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან.
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)