|
2024-07-07 12:15:33, 1948 ნახვა
სამხედრო
უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ იწყება
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, 8-12 ივლისს ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას. სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. "ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია დაგეგმილია 9 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 10 ივლისს - თეთრიწყაროში. წვრთნების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 10 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 11 ივლისს - თეთრიწყაროში. „პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში, ასევე, ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)