14:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 12:37:16, 576 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობა გაიხსნა

ქედის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობა ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სასწრაფოს შენობა მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქედის რაიონული სამსახურის მენეჯერთან შორენა ბერიძესთან ერთად გახსნა.

"გახსნის ცენემონიას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესურცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი, ძალოვანი სტრუქტურისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა 2022 წელს გარდამავალი პროექტის ფარგლებში დაიწყო და 2023 წელს დასრულდა. ერთსართულიანი შენობა აღჭურვილია წყლისა და კანალიზაციის სისტემით, შიდა ელექტრო მომარაგებით, გათბობა-გაგრილება ვინტილაციით, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.

მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 344 197 ლარი დაიხარჯა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics