22:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 15:27:36, 1091 ნახვა

რეგიონი
სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი სკოლებს შორის ფრენბურთში გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლა ღებულობდა მონაწილეობას. 

"პირველობა კვლავ არავის დაუთმო დანდალოს საჯარო სკოლის გუნდმა და დაძაბულ თამაშში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი მანუჩარ ჯიჯავაძე და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ანზორ გოგიაშვილი ესწრებოდა. 

დავით ავალიანი სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში სპორტის მასწავლებელი იყო, რომელმაც სკოლას არაერთი ჯილდო და წარმატება მოუტანა",- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics