18:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 12:05:11, 400 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი:უნდა ვაღიაროთ, რომ დროსთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა გვაქვს

„უნდა ვაღიაროთ, რომ დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა გვაქვს“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე  მართლმსაჯულებისათვის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს  რეფორმების საკითხზე მოწყობილ მე-11 საზოგადოებრივი ფორუმის გახსნისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დროსთან ჩამორჩენა არა რომელიმე პოლიტიკური მუშაკის ბრალია, არამედ ეს საზოგადოების განვითარების იმ ლოგიკის ბრალია, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით.

„უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა. ეს არ არის ერთ-ერთი რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ბრალი,  ეს არ არის რომელიმე ხელმძღვანელი მუშაკის ბრალი ან მინსიტრის.   ეს არის საზოგადოების განვითარების იმ ლოგიკის ბრალი, რომელშიც  შესაძლოა 20 წლის წინ აღმოვჩნდით,  რომელმაც დღემდე ფუნდამენტური საკითხების მოგვარება ვერ შეგვაძლებინა. ბევრი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ადრე, მაგრამ მგონია, რომ სწორედ 2015 წლის 9 თებერვლიდან  ჩვენი პოლიტიკური ძალის დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, ზუსტად იმდენი დროა დარჩენილი, რაც საჭიროა ყველა იმ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ სწორად გადასაწყვეტად.  უბრალოდ არც ერთი წუთი აღარ უნდა დავკარგოთ, მონდომებით უნდა ვიმუშაოთ, არ უნდა გადავდოთ იმის გაკეთება რაც გასაკეთებელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე არ გაკეთებულა, პროგრესი აშკარაა, სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი და ეფექტური პროკურატურა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საზოგადოებრივი ფორუმი პროკურატურისა და შსს-ს რეფორმის საკითხზე  აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და დავით უსუფაშვილმა გახსნეს.

ფორუმს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მართავს. ფორუმზე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პროკურატურისა და შსს-ს რეფორმის საკითხზე მსჯელობენ. კოალიცია წარმოადგენს რეკომენდაციებს, რომელთა მიზანია პროკურატრის დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics