16:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 12:09:48, 1367 ნახვა

სხვადასხვა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 200 ბავშვი მოკლეს

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 200  ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 360 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს .

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 117, კიევის ოლქში - 105, ხარკოვის ოლქში - 88, ჩერნიგოვის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 41, მიკოლაევის ოლქში - 40, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 23, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

" 15 აპრილს რუსულმა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ხარკოვის რაიონს. დაბომბვის შედეგად დაშავდა 5 ბავშვი, მათგან ორი დაიღუპა, ერთ-ერთი 7 თვის იყო.
14 აპრილს ხერსონის ოლქის სოფელ ნოვოვორონცოვკაში კასეტური ჭურვის აფეთქების შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics