03:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 21:10:32, 1846 ნახვა

სამხედრო
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს. ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ კიევში ბორის ჯონსონისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა.

"პუტინის ამაზრზენი მიზნები პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე ლიდერობის, უკრაინელი ხალხის უძლეველი გმირობისა და გამბედაობის გამო იშლება". – თქვა ბორის ჯონსონმა შეხვედრის შემდეგ.

"დღეს მე შევხვდი ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში, როგორც ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად უკრაინელი ხალხისადმი.
ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოწმობს ჩვენი ქვეყნის ერთგულებას რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში." - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics