14:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 15:41:54, 9938 ნახვა

ომი უკრაინაში
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორსული ქალი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორსული ქალი შეიყვანეს.

მისი თქმით, ფეხმძიმე ქალი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დღეს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„2 ახალი შემოგვემატა საკარანტინე ზონიდან, ორივე შემოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ. ერთი შუახნის მამაკაცია, რომელიც გუშინ საღამოს შემოიყვანეს და მეორე კი დღეს,  ორსული ქალბატონი შემოიყვანეს. ჩივილები ორივე მათგანთან არის, სუფებრინული ტემპერატურა, ყელის ტკივილი. ორსულ ქალბატონს დამატებით აქვს მშრალი ხველა და მსუბუქი თავის ტკივილი. ორივე შემთხვევაში იგეგმება ანალიზის გაკეთება, ნაცხი გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში სადიაგნოსტიკოდ. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ლალი დარახველიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics