07:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 11:33:44, 382 ნახვა

სამართალი
სასწრაფო დახმარების მძღოლის ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, რეფერალურ საავადმყოფოსთან პაციენტის ახლობლებმა  სასწრაფო დახმარების მძღოლი სცემეს. სასწრაფოს მანქანას საავდმყოფოში გოგონა გადაჰყავდა, რომელსაც მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა. პაციენტის ოჯახის წევრებმა, რომლებიც სასწრაფოს ავტომობილს უკან მოჰყვებოდნენ, საავადმყოფოსთან მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, ამჟამად კი  მკურნალობას სახლში გადის. როგორც ცნობილია, პაციენტის ოჯახის წევრები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics