21:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 11:29:39, 376 ნახვა

სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ

ე.წ.კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხვა შუამდგომლობების დაყენებსაც აპირებს. სამუშიას წინასწარ უჭირს თქმა, რამდენად მოესწრება ყველა შუმადგომლობის დაყენება  დროში, თუმცა მისივე განმარტებით,  იმის თქმა კი დანამდვილებით შეუძლია, რომ მათი შუამდგომლობები  არგუმენტირებული იქნება.

"შუამდგომლობა გვექნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ,  თუ რა მტკიცებულებებია ამას შემდგომ პროცესზე შევიტყობთ. ასევე იქნება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დკავაშირებით შუამდლომლობა..დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ეს რამდენად მოესწრება დროში ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები იქნება არგუმენტირებული, ჩვენი მტკიცებულებები ძალიან წონადი მტლიცებულებია",-განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღევანდელ პროცესს 5-ივე ბრალდებული ესწრება. საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან "თავისუფალი დემოკრატების" წევრებიც, მათ შორის ირაკლი ალასანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics