19:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 20:03:23, 572 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ე.წ. კაბელების საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია სრული სიცრუეა

პროკურატურის ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. კაბელების საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია სრული სიცრუეა.

„დღეს, ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით გავრცელებული  ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნულ საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს ამავე საქმეზე მოახლოებული სასამართლო პროცესის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ბრალდებულების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძისა და დავით წიფურიას მიმართ წინა სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს, საქმე კი უნდა წარიმართოს სასამართლოში 2015 წლის 26 მარტს. დღემდე დაცვის მხარეს გამოძიებისთვის არ წარმოუდგენია ბრალდების გამაბათილებელი არც ერთი მტკიცებულება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქმის სასამართლოში წარმართვამდე ერთი დღით ადრე მსგავსი ცრუ განცხადებების გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ დაცვის მხარე გამოძიების მიმდინარეობის დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე უფლებამოსილია ნებისმიერი სახის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართოს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და ამ უფლებას მას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. შესაბამისად დაცვის მხარეს ჰქონდა სრული 5 თვე ჩაეტარებინა მისთვის სასურველი ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics