14:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 18:19:42, 839 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: ნემცოვი უკრაინაში რუსი სამხედროების ბრძოლის მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებდა

„რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი დონბასში სეპარატისტების მხარეს რუსი სამხედროების ბრძოლის მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ ნემცოვთან მქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა აეწყოს უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა. ბორისმა განმიცხადა, რომ მას აქვს მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები იბრძვიან. ვიღაცას ამის ძალიან ეშინოდა და ამიტომაც მოკლეს“, - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, ნემცოვი უკრაინის დიდი მეგობარი და რუსეთის დიდი პატრიოტი იყო.

„ნემცოვი არის რუსის სიმბოლო, რომელიც უკრაინას პატივისცემით ეპყრობა ადამიანი, რომელიც საკუთარ სახელმწიფოში ყველაფერს აკეთებდა, რათა თავისუფლება დაეცვა. ის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მზად იყო ცხოვრება გაეწირა“, - აღნიშნა პოროშენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics