03:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 14:04:27, 490 ნახვა

სამართალი
ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე დაკავებულები მე-9 დაწესებულებაში არიან გადაყვანილი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებული 11 პირი,  მე-9 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცედურების მიხედვით,  ისინი გადაყვანილი იქნენ  გონივრული დაკავებისა და განთავსების განყოფილებაში.იქ მოხდა მათი იდენტიფიცირება, ფოტოგრაფირება, ხოლო ამის შემდეგ გადაიყვანეს მე-9 დაწესებულებაში",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებლ 11 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გუშინ პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics