2020-04-14 19:50:14, 17847 ნახვა
ომი უკრაინაში
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევიდან, ერთის წყარო მარნეულს უკავშირდება
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთ-ერთის წყარო მარნეულს უკავშირდება.
„დილას გვყავდა 38 დადასტურებული პაციენტი. დაგვემატა ორი პაციენტი, ერთი მარნეულის წყაროდან არის შემოსული, იმ 30 შემომატებულ პაციენტებში შემავალის, მეორე პაციენტს რაც შეეხება, დღეს დილას ჩვენთან ხუთ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ერთ-ერთი პაციენტის დადასტურებული შემთხვევააა“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან