2020-04-14 11:20:04, 12323 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული მესამე ღვთისმსახური გარდაიცვალა
კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი ღვთისმსახური გარდაიცვალა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილს შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა.
შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ღვთისმსახური გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლავრა დაიკეტა და ადგილზე არსებულ სიტუაციას სამართალდამცავები აკონტროლებენ.
ცნობისთვის, ლავრაში კორონავირუსით ინფიცირების 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან