14:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 14:28:21, 837 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნემცოვის მკვლელობის მთავარი ვერსიები გამოაქვეყნა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი ვერსიები გამოაქვეყნა.

კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, განიხილება ვერსია, რომელიც დაკავშირებულია ისლამურ ექსტრიმისტებთან, რადგან, მისი თქმით, ნემცოვი ბოლო დროს „შარლი ებდოზე“ პოზიციის გამო ბევრ მუქარას იღებდა.

გამოძიება ასევე რუსეთში დესტაბილიზაციის მიზნით, პროვოკაციის მოწყობის ვერსიას განიხილავს.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომიტეტი იძიებს ნემცოვის უკრაინასთან კავშირებს, მის კომერციულ საქმიანობასა და პირადი მოტივებით მკვლელობის შესაძლებლობას.

მარკინის თქმით, გამოძიებამ მნიშვნელოვან შედეგებს უკვე მიაღწია. დაკითხულია ნემცოვის მეგობარი გოგონა, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მკვლელები სავარაუდოდ ნემცოვის გადაადგილების მარშრუტების შესახებ კარგად იყვნენ ინფორმირებული და დანაშაულიც კარგად დაგეგმეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics