2016-03-22 23:32:31, 971 ნახვა
მსოფლიო
თაქთაქიშვილი: რუსეთი ISIS-თან ერთად ებრძვის თანამედროვე მსოფლიოს
რუსეთი ISIS-თან ერთად ებრძვის თანამედროვე მსოფლიოს - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. ის მომხდარ ტრაგედიასა და რუსეთის შესაძლო კავშირებზე აკეთებს აქცენტს და დღეს რუსი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებას "ცინიკურს" უწოდებს.
"რუსი პოლიტიკოსების შეფასებები ცინიზმით აღსავსე იყო, რაც გასაკვირი არ არის, რადგან რუსეთი ISIS-თან ერთად ებრძვის თანამედროვე მსოფლიოს. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტები ყვებოდნენ, რომ ტრაგედიის ადგილზე კალაშნიკოვი იქნა ნაპოვნი,"- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან