2016-02-26 22:59:43, 1166 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა სირიაში საჰაერო დარტყმები გააძლიერა
რუსეთმა სირიაში საჰაერო დარტყმები გააძლიერა. ინფორმაციას ''ბიბისი'' ავრცელებს.
როგორც ბიბისი იუწყება, რუსეთმა დღეს ღამით, სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის წინ საჰაერო დარტყმები გააძლიერა.
რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება ძალაში შევა რუსული სამხედრო თვითმფრინავები მეამბოხეთა პოზიციებს გაძლიერებულად ბომბავენ. ეს მაშინ, როდესაც 100-ზე მეტი მეამბოხეთა დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. სამშვიდობო შეთანხმება ყველა მხარეს შეეხება, გარდა ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაედას ნუსრას დაჯგუფებას.
ცნობისთვის, აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების თანახმად 27 თებერვალს სირიაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან