17:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 11:12:06, 12286 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მეტად პრობლემურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტია, რომელთანაც ერთის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.

მისი თქმით, დღეს დილას ტესტირება ჩაუტარდა 5 პაციენტს, რომელთაც სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში სხვა პაციენტებიც დაემატებიან.

„ჩვენ გვიწევს 38 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც კრიტიკულს მიახლოებული ანუ ძალიან მძიმე პნევმონია 3 გვყავს. ჯერჯერობით ერთთან მეტი პრობლემები გვაქვს და დანარჩენ ორთან გარკვეულწილად თითქოს სტაბილურობა მიღებული გვაქვს და იმედია ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში არის მძიმე პნევმონიები, რომლებიც ჩვენს მკურნალობას აბსოლუტურად პასუხობენ და მათი მდგომარეობა ალბათ, მალევე გაუმჯობესდება.

გუშინ ჩვენთან ტესტირება ჩაუტარდა 16 პაციენტს, საიდანაც ერთი იყო დადებითი, ხოლო დანარჩენი 5 შემომატებულია დაავადებათა კონტროლის მიერ. დღეს დილას კიდევ 5 პაციენტს უტარდება ტესტირება. დღის მეორე ნახევარში უფრო მეტი პაციენტებია, რადგან კომენდატის საათის გამო, პაციენტები, რომლებსაც ტესტირებას ვუტარებთ ვერ ტოვებენ კლინიკას. ამიტომ დღის განმავლობაში ხდება პაციენტების შევსება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics