13:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 14:12:25, 839 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ახალი საწარმოს საქმიანობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო წებოვან ცემენტს, თუნუქის სახურავებს, ლურსმნებს, მავთულს, საფასადე და მოსაპირკეთებელ მასალებს, წყლისა და საკანალიზაციო მილებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.

ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. ინვესტორმა 4 მლნ. ლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 7695 კვ. მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. ამ ეტაპზე უკვე 2 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2017 წელს დამატებით დაახლოებით 1 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

დღეისათვის საწარმოში ჯამში 120 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით სამომავლოდ კიდევ 50 დაემატება. შპს „დარ კაპიტალი" პროდუქციის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში გეგმავს. მთავრობის წევრებს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია შპს „დარკაპიტალის" დირექტორმა ზურაბ დარჩიძემ გააცნო.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics