13:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 14:23:57, 697 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დასაქმების სააგენტოს ეწვია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ლევან გორგილაძესთან ერთად აჭარის დასაქმების სააგენტოს ეწვია.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ მთავრობის თავმჯდომარეს სტრუქტურის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

დასაქმების სააგენტოში სამუშაოს მაძიებელთათვის შექმნილია კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა მოთხოვნილი ვაკანსიის მიხედვით მოიძებნოს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელი პირი. დასაქმების სააგენტო 2011 წლის 13 სექტემბერს შეიქმნა და წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო დაწესებულებას რეგიონში, რომელიც აწარმოებს საშუამავლო საქმიანობას დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში. დასაქმების სააგენტოში 2012 წლიდან დღემდე დარეგისტრირდა 21 051 სამუშაოს მაძიებელი. აქედან დასაქმდა 11498 პირი, რომელთაგან უმეტესი ნაწლი გრძელვადიან, ხოლო ნაწილი კი მოკლევადიან სამუშაოზე დასაქმდა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics