02:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:57:44, 702 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩიდან გმირთა ხეივნამდე მონაკვეთზე ხორციელდება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მტავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარემ შეაფასა ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე კეთილმოწყობითი სამუშაოები, გაეცნო პროექტის განხორციელების გეგმას, უკვე შესრულებული, მიმდინარე და ახლო მომავალში დასასრულებელი სამუშაოების თანმიმდევრობას. 

აღნიშნულ მონაკვეთზე კეთდება 360 მ სანიაღვრე სისტემა, 21 ცხაურიანი და 10 დახურული ჭა, ასევე დამონტაჟდება 6 საკომუნიკაციო ჭა, რის დასრულების შემდეგაც დაიგება 4800 კვმ ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში ტროტუარებზე მოეწყობა ბილიკები უსინათლოთათვის, ბორდიურები და ველო ბილიკები. 

19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ე.წ. „ჭაობის" დასახლების ქუჩების რეაბილიტაციას მოიცავს, რაც 25 ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები 8 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პარალელურად შემოერთებულ ტერიტორიების სხვადასხვა ლოკაციაზე 2 225 კუბ/მეტრი ფართობზე ბეტონის საფარი იგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics