23:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 20:51:13, 663 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქობულეთში ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო და ღვინის სახლი დაათვალიერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასვლის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლაშა კომახიძესთან ერთად   ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრში საადრეო სასუფრე  ყურძნის  მოსავლის აღებაში ჩაერთო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიშები. გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 5  ჰა ფართობზე 32-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშია გაშენებული.    დაგეგმილია უძველესი ყურძნის ჯიშების გაშენება.  მიმდინარე წელს ადგილზე  3000 ძირი სასუფრე ვაზის ნერგი გამოიყვანეს, რომლებიც  ფერმერებს  მინიმალურ ფასად გადაეცა.

დღესვე ზურაბ პატარაძემ  ცენტრში არსებული სადემონსტრაციო ღვინის სახლი დაათვალიერა, სადაც ადგილზე მოყვანილი საღვინე ჯიშების მოსავლიდან სადემონსტრაციო ღვინო იწარმოება. მარანი ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით გაკეთდა. ღვინის სახლში განთავსებულია რეწვის ნიმუშები, საგამოფენო დარბაზი და ეთნოგრაფიული კუთხე. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.  

სამომავლოდ ღვინის სახლის სერვისებში შევა აგრო ტურები, ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია. მოეწყობა ვინოთეკა, სადაც წარმოდგენილი იქნება მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოების ოცდაათამდე სახეობა. აქვე სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში. ღვინის სახლის სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. საკონფერენციო დარბაზში კი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ღვინის ტექნოლოგიის სწავლება-კონსულტირება მოხდება.   ეწყობა  სასოფლო-სამეურნეო კუთხე, სადაც ქართული პროდუქცია გამოიფინება.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics