15:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 16:48:17, 685 ნახვა

რეგიონი
ისრაელის სამ ტელეარხზე აჭარის შესახებ გადაცემები გავა

ისრაელის ცნობილ ტელეარხებზე Travel Channel, Channel 10  და  Good Life Channel აჭარის შესახებ გადაცემები გავა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი აჭარას სტუმრობდა და მის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.

მათივე ცნობით, მათ ობიექტივში მოხვდა მტირალას ეროვნული პარკი თავისი სერვისებით, ბოტანიკური ბაღი, მაღალმთიანი აჭარა სამზარეულოთი, ფოლკლორი და  ღამის ცხოვრება ბათუმში.

 ისრაელში პოპულარული ტელეწამყვანი აჭარაში მოგზაურობს და მაყურებელს თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს უზიარებს.  გადაცემა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ისრაელში ჩატარებული პიარ კამპანიების ფარგლებში მზადდება. ის Travel Channel-სა და Good Life Channel-ის ეთერში ზაფხულის სეზონის განმავლობაში 10-ჯერ გავა. აჭარის ტურიზმისა და კურორტები დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს ისრაელში 2012 წლიდან აწარმოებს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics