14:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-15 18:49:06, 819 ნახვა

კომენტარი
ალასანია: არც ერთმა გარე ფაქტორმა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს

ცალკეული გადაწყვეტილებები რაც იქნა მიღებული,  მოგვწონს თუ არა, არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებში ხელის შემშლელი,“-ასე აფასებს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე  ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინაში ახალ თანამდებობაზე.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის იმდენად სტრატეგიული ურთიერთობებია და ორივე ქვეყანა ერთმანეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ  გარე ფაქტორმა არ უნდა დააყენოს ეს გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ.

"ჩვენ ორ ქვეყანას შორის იმდენად სტრატეგიულია ურთიერთობები და იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის უკრაინა და უკრაინისთვის საქართველო, ჩემი აზრით, არც ერთმა გარე ფაქტორმა ეს ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს.დღეს უკრიანაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით და პოლიტიკური ვითარებით, იქ წყდება ასევე საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის ბედი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, წარმატებაში.ცალკეული გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული მოგვწონს თუ არ მოგვწონს,  არ უნდა გახდეს ჩვენ ურთიერთობებში ხელის შემშლელი",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics