17:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 17:13:33, 693 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ჯარში სუიციდის პრევენციის საკითხზე კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს.

უწყების ცნობით, სწორედ ამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძისა და აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი სიხარულიძის შეხვედრაზე.

ანა დოლიძეს გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გეგმებზეც ესაუბრნენ. სამომავლო გეგმები ისეთ თემებს მოიცავს, როგორებიცაა: სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური დახმარება, ახალი ფსიქოთერაპიული მეთოდების დანერგვა, ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემის შემდგომი განვითარება, ფსიქოლოგიური სერვისების რეგიონული განვითარება, ფსიქოგანათლება თავდაცვის უწყებაში, არასამთავრობო სექტორთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა და სამეცნიერო კვლევების წარმოება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics